weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთის კინოთეატრებში „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება აკრძალეს

21:47 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

რუსეთის კულტურის სამინისტრომ კინოთეატრებში აკრძალა ბრიტანული სატირული კომედიის „სტალინის სიკვდილის“ (The Death of Stalin) ჩვენება, რომელიც რუსულ კინოგაქირავებაში 25 იანვრიდან უნდა გამოსულიყო.

„უფროსი თაობის ადამიანები და არა მხოლოდ ისინი, ამ ფილმს მიიღებენ როგორც დაცინვას საბჭოთა წარსულზე, ქვეყანაზე, რომელმაც ფაშიზმზე გაიმარჯვა, საბჭოთა ჯარზე და უბრალო ხალხზე“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა ვლადიმერ მედინსკიმ.

კულტურის მოღვაწეების ნაწილმა მედინსკის ფილმთან დაკავშირებით იურიდიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა. მათი განსაკუთრებული აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ფილმის ჩვენება სტალინგრადის ბრძოლის 75-ე წლისთავს დაემთხვა. 

ფილმის რეჟისორმა არმანდო იანუჩიმ რუსეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

„ყველა რუსი, რომელსაც ამ ეტაპზე ფილმი ნანახი აქვს, მათ შორის რუსული პრესა, ამბობს, რომ ის ძალიან მოეწონათ და მაღალი შეფასება მისცეს. მათ ორი რამ თქვეს: ეს სასაცილოა, მაგრამ სიმართლეა“, - ციტირებს რეჟისორს ბრიტანული გამოცემა The Guardian. 

რეჟისორი დარწმუნებულია, რომ რუსეთში ფილმს მაინც უჩვენებენ. 

არმანდო იანუჩის სატირულ კომედიაში, რომელიც იგივე სახელწოდების მქონე ფრანგულ კომიქსზეა დაფუძნებულიმ, აღწერილია იოსებ სტალინის სიცოცხლის ბოლო საათებში და მისი სიკვდილის შემდეგ განვითარებული მოვლენები - მისი ახლო წრის ბრძოლა ძალაუფლებისთვის.

ფილმის პრემიერა 2017 წლის სექტემბერში ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]