weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ამერიკის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილ ექიმს 175 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

12:13 პარასკევი, 26 იანვარი 2018

შეერთებულ შტატებში ტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ ექიმ ლოურენს (ლარი) ნასარს 175 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანებზე სექსუალურ ძალადობაში.

სასამართლოს ჩვენება ნასარის 160-მდე მსხვერპლმა მისცა, მათ შორის - ცნობილმა სპორტსმენებმა. 54 წლის ლარი ნასარი გათავისუფლების თხოვნას შეძლებს არაუადრეს 40 წელიწადში. აქამდე მას უკვე მისჯილი ჰქონდა 60 წლით პატიმრობა ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისათვის. ნასარისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ მიჩიგანის უნივერსიტეტის რექტორი ლუ ენ საიმონი გადადგა. ნასარი თითქმის 20 წელი მუშაობდა ამ უნივერსიტეტში. ერთ-ერთი მსხვერპლი უნივერსიტეტსაც უჩივის.

აღსანიშნავია, რომ 1963 წელს დაბადებული ლარი ნასარის წინააღმდეგ წლების განმავლობაში არსებული მრავალი ბრალდებისა და საჩივრის მიუხედავად, იგი აგრძელებდა ტანმოვარჯიშეთა ნაკრებში მუშაობას, ამიტომაც აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ გადადგომისაკენ მოუწოდა ქვეყნის სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციის ყველა ხელმძღვანელს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]