weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ძველ იტალიურ ქალაქში მიტოვებულ სახლებს 1 ევროდ ყიდიან

17:32 ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე მდებარე პატარა ქალაქ ოლოლაიში მიტოვებულ სახლებს 1 ევროდ ყიდიან. CNN-ის რეპორტიორის ინფორმაციით, ოლოლაი მდინარეებით, ტბებით, დაცული ტერიტორიებითა და მუხის ტყეებით გარშემორტყმული ადგილია. ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ამ მხარის ფოლკლორსა და არქაულ რიტუალებს გაეცნონ.

ვიტო კასულა, ყოფილი მშენებელი, პირველია, ვინც ორსართულიანი სახლი ფინჯან კაპუჩინოზე იაფად იყიდა. "ეს ქალაქი დროშია გაყინული და მშვიდ, ჯანსაღ ცხოვრებას გვთავაზობს. სუფთა ჰაერს და დიდებულ ხედებს სამკურნალო ძალა აქვს. წელი და ძვლები აღარ მტკივა", - ამბობს ვიტო კასულა.

სახლის ყიდვის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვით აშენებული 200 სახლი დაზიანებულია და ყიდვის შემთხვევაში, 3 წლის განმავლობაში მისი შეკეთების ვალდებულება ექნებათ, რაც დაახლოებით 25 ათასი დოლარი დაჯდება.

ოლოლაის მერის, ეფისო არბაუს განცხადებით, ინიციატივის მიზანი ქალაქის გადარჩენაა და იმედოვნებს, რომ სახლების შეკეთება ახალ სამუშაო ადგილებსაც გააჩენს და ეკონომიკას გამოაცოცხლებს. მერის თქმით, მიუხედავად სახლების მდგომარეობისა, მათი ნაწილი უკვე გაყიდულია, მსურველები კი მთელი მსოფლიოდან ეხმაურებიან.

ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ოლოლაის მოსახლეობის რიცხვი 2550-დან 1300-მდე შემცირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]