weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სირიაში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ 25“ ჩამოაგდეს

23:58 შაბათი, 03 თებერვალი 2018

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სირიაში, ქალაქ იდლიბის მახლობლად რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს.

„პილოტმა მოასწრო ეცნობებინა, რომ ჯაბჰათ ალ ნუსრას მებრძოლების მიერ კონტროლირებად რაიონში კატაპულტირება შეძლო“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, პილოტი ტერორისტებთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებზე გაიმარჯვეს. რუსეთმა სირიიდან თავისი სამხედრო კონტიგენტის ძირითადი ნაწილის გამოყვანა დაიწყო. ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ავიაცია, საჰაერო თავდაცვა და სამხედრო ინჟინრები დარჩნენ.

სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები 2015 წლის სექტემბრიდან მონაწილეობენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში დაღუპულია 41 რუსი სამხედრო პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]