weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საერთაშორისო კოალიციამ სირიის სამთავრობო ძალებზე ახალი იერიში მიიტანა

10:40 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციის ძალებმა საჰაერო და საარტილერიო იერიში მიიტანეს სირიის მთავრობის მხარდამჭერ დაჯგუფებებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია სირიის მთავრობის მხარდამჭერი დაჯგუფებების ასზე მეტი წევრი.

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მიერ 8 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც 7 თებერვალს, სირიის რეჟიმის მხარდამჭერი ძალები თავს დაესხნენ „სირიის დემოკრატიული ძალების“ შტაბ-ბინას. ამერიკული სარდლობის ცნობით, მდინარე ევფრატის გასწვრივ არსებული დემილიტარიზებული ზონიდან 8 კილომეტრში განხორციელებული თავდასხმის დროს შტაბ-ბინაში იმყოფებოდნენ საერთაშორისო კოალიციის მრჩევლებიც.

პენტაგონის განცხადებით, საერთაშორისო კოალიცია განაგრძობს ევფრატის ხეობაში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას და იტოვებს თავდაცვითი მოქმედებების უფლებას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]