weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სირიის სამთავრობო ძალების ავიაიერიშებს 59 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

12:25 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში იერიშების მეოთხე დღეს სირიის სამთავრობო ძალების ავიადარტყმებს 59 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის - 15 ბავშვი, 139 კი დაშავდა.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, ასადის რეჟიმის სამხედრო თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში არაერთი ლოკაცია დაბომბეს. მსხვერპლის რაოდენობამ განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ბომბი სოფელ არბეენის ბაზარში ჩამოაგდეს, სადაც აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია და 3 ქალი.

სირიის არმიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს შეერთებული შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციის ძალებმა საჰაერო და საარტილერიო იერიში მიიტანეს სირიის მთავრობის მხარდამჭერ დაჯგუფებებზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]