weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად 17 ადამიანია მოკლული

10:50 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდში, ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 17 ადამიანია დაღუპული, რამდენიმე კი დაშავებულია. სროლაში ეჭვმიტანილი 19 წლის ნიკოლას კრუზია, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა და დისციპლინის დარღვევის გამო გარიცხეს.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით სამი ადამიანი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლა, სკოლაში შესვლის შემდეგ კი კიდევ 12. ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რამდენიმე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ამბობს, რომ სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდნენ.

СNN-ის ინფორმაციით, ქალაქი პარკლენდი, სადაც 31 000 ადამიანი ცხოვრობს, 2016 წელს ფლორიდის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]