weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ელვის პრესლის საათი ჟენევაში აუქციონზე გაიყიდება

14:48 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

ელვის პრესლის ნაქონი მაჯის საათი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, 12 მაისს ჟენევაში „ფილიპსის“ საათების აუქციონზე გაიყიდება. შვეიცარიული კომპანია Omega-ს მაჯის საათი „როკ-ენ-როლის მეფეს“ 1960 წლის შობას ხმისჩამწერმა ლეიბლმა (RCA Records) აჩუქა, მუსიკოსმა კი მოგვიანებით ის უცნობ ადამიანს სხვა საათში გაუცვალა.

ვინტაჟურ მაჯის საათს, რომელიც ელვის პრესლის 1960 წლის 25 დეკემბერს აჩუქეს 75 000 000 ჩანაწერის გაყიდვის აღსანიშნავად, ზედ საგანგებო წარწერა აქვს: „ელვისს, 75 მილიონი ჩანაწერი, RCA Records, 12-25-60“. იგი 33 მმ-ანია და 44 ბრილიანტითა და 18-კარატიანი თეთრი ოქროთია გაწყობილი.

რამდენიმე წლის შემდეგ, ელვის პრესლის ლას ვეგასში ყოფნის დროს, მუსიკოსის გვერდით მჯდომმა ადამიანმა მას უთხრა, რომ საათი მოსწონდა. პრესლიმ უცნობი ადამიანის მაჯაზეც ძვირფასი საათი შეამჩნია, მოეწონა და გაცვლა შესთავაზა.

ხსენებული მაჯის საათი „ფილიპსის“ აუქციონზე სწორედ იმ ადამიანის ძმისშვილმა გაიტანა, რომელსაც ელვის პრესლიმ საათი გაუცვალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]