weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იტალიაში ენცო ფერარის 120 წლის იუბილე აღნიშნეს

12:59 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018

18 თებერვალს იტალიის ავტოსპორტულმა საზოგადოებამ კომპანია Ferrari-ს დამაარსებლის, ლეგენდარულ კომენდატორე ენცო ფერარის 120 წლის იუბილე აღნიშნა.

მსოფლიოში სახელგანთქმული ავტომობილებისა და სარბოლო ტრასებზე მოპოვებული წარმატების წყალობით ლეგენდად ქცეული ენცო ფერარის მუზეუმში, რომელიც მშობლიურ ქალაქ მოდენაში მდებარეობს, წინა დღეს სპეციალური ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც მოგვითხრობს მის ცხოვრებასა და საოცარ კარიერაზე, რომელიც სარბოლო გატაცებით დაიწყო, შემდეგ კი წარმატებული მეწარმის მაგალითი გახდა, რადგან კომპანია, რომელიც ენცო ფერარიმ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დააარსა, დღემდე არსებობს და პროგრესირებს.

ენცო ფერარი 1898 წლის 18 თებერვალს ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მოდენაში დაიბადა. თავისივე სახელობის სარბოლო მანქანების კომპანია Scuderia Ferrari მან 1929 წელს დააფუძნა, ათი წლის შემდეგ კი სერიული ავტომობილების გამოშვება დაიწყო კომპანია Ferrari-ს სახელით. ენცო ფერარი 1988 წლის 14 აგვისტოს, ქალაქ მარანელოში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე იგი იმ დროისთვის უდიდესი როუდერის, Ferrari F40-ის გამოშვებას მოესწრო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]