weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბილბაოში ფეხბურთის ქომაგების შეტაკებას პოლიციელი ემსხვერპლა

11:28 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

ბილბაოს „ათლეტიკსა“ და მოსკოვის „სპარტაკს” შორის გამართული ევროპა ლიგის მატჩი ტრაგედიის მიზეზი გახდა. შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდი ქომაგებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივი პოლიციელი დაიღუპა.

შეტაკების დროს დაპირისპირებული მხარეები შუშის ბოთლებსა და პეტარდებს იყენებენდნენ, რა დროსაც 50 წლის სამართალდამცავს გული გაუჩერდა და უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

UEFA-მ მომხდარი დაგმო, განსვენებულის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სიტუაციაში ზუსტად გაერკვევა.

სოციალურ ქსელსა და მედიაში კი რუსების მიმართ უაღრესად ნეგატიური განცხადებები გავრცელდა. ბილბაოს მერი ხუან მარი აბურტო რუსების ბასკეთის დედაქალაქში ჩასვლის წინააღმდეგია, გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ კი მომხდარს „ბარბაროსობა” უწოდა და რუსეთში გასამართ მუნდიალის საფრთხეზე შეშფოთება გამოთქვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სასჯელი ელის რუსულ გუნდს UEFA-სგან. ესპანური მედიის ცნობით, დაპატიმრებულია 5 მოსკოველი გულშემატკივარი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]