weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ავსტრიაში მუსლიმებს საჯარო სივრცეში ფარანჯის ტარებისთვის დააჯარიმებენ

13:41 პარასკევი, 19 მაისი 2017

ავსტრიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტრადიციული მუსლიმანური სამოსის ფარანჯის, ნიქაბისა და ბურკას ტარების აკრძალვას ითვალისწინებს. ოქტომბრიდან ქალებს, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში, სასამართლოს შენობაში ან ტრანსპორტში სრულად დაფარული სახით გამოჩნდებიან, 150 ევროთი დაჯარიმდებიან.

ბრიტანული გამოცემა The Independent წერს, რომ ფარანჯის აკრძალვას ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი ეწინააღმდეგებოდა. მისი განცხადებით, ყველა ქალს აქვს უფლება ჩაიცვას ის, რაც სურს.

„ეს არ ეხებათ მხოლოდ მუსლიმ ქალებს. ყველა ქალს შეუძლია თავსაბურავის ტარება. თუ ეს გაშმაგებული ისლამოფობია გაგრძელდება, დადგება დღე, როდესაც ქალებს ვთხოვთ თავსაბურავების დაფარებას იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნათ, ვინც ამას რელიგიის გამო აკეთებს“, - აცხადებდა პრეზიდენტი კანონის მიღებამდე ერთი წლით ადრე.

ოპონენტები ამ აკრძალვას დისკრიმინაციულს და არასაჭიროს უწოდებენ, რადგან, მათი თქმით, ავსტრიაში ქალების ძალიან მცირე რიცხვი ატარებს ფარანჯსა და ნიქაბს. ოპონენტების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყევტილება ქვეყნის კონსტიტუციურ დემოკრატიას, რელიგიის თავისუფლების და პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ შეეხება ჰიჯაბს, რომელიც მხოლოდ თმასა და კისერს ფარავს.

საზოგადოებრივ ადგილებში მუსლიმანური ტრადიციული სამოსი, რომელიც მთელ სახეს და ტანს ფარავს, ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია აკრძალული. მათ შორის პირველი იყო საფრანგეთი, სადაც შესაბამისი კანონი 2011 წელს მიიღეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]