weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მოსკოვში ბორის ნემცოვის მემორიალური დაფა გახსნეს

21:50 შაბათი, 17 მარტი 2018
მოსკოვში ბორის ნემცოვის მემორიალური დაფა გახსნეს ფოტო © TASS

ცნობილი რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ბორის ნემცოვის მემორიალური დაფა მისი მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ მოსკოვში გახსნეს.

მემორიალური დაფის განთავსების მოთხოვნით მერიას პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა მიმართა, მისი გახსნის ღონისძიებაში კი მონაწილეობა ნემცოვის ვაჟმა ანტონ ნემცოვმა მიიღო. პოლიტიკოსის ოჯახის დანარჩენმა წევრებმა, ახლობლებმა და თანამოაზრეებმა ეს ცერემონია წინაასაარჩევნო კამპანიის ნაწილად ჩათვალეს და მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

რუსეთის მერია სამი წლის განმავლობაში უარს ამბობდა ბორის ნემცოვის მემორიალის გახსნაზე იმ საბაბით, რომ მისი გარდაცვალებიდან მცირე დრო იყო გასული.

თებერვლის ბოლოს აშშ-ში, ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ არსებულ მოედანს ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭა.

რუსეთის მთავარი კრიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 28 თებერვლის ღამეს, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მას ზურგში ესროლეს. სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო 5 პირი და მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, მკვლელობის დამკვეთების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]