weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საფრანგეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4–მდე გაიზარდა

13:20 შაბათი, 24 მარტი 2018

საფრანგეთში, ქალაქ ტრებში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, გარდაიცვალა პოლიციის ოფიცერი, რომელიც სუპერმარკეტზე თავდასხმის დროს, ტერორისტს მძევლად აყვანილი ქალის ნაცვლად ჩაბარდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 45 წლის არნო ბელტრამი „გმირულად დაეცა“. მაკრონმა მომხდარ თავდასხმას „ისლამისტური ტერორის აქტი“ უწოდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

23 მარტს, 25 წლის რედუან ლაკდიმმა ავტომანქანა გაიტაცა, მძღოლი კი მოკლა. ამის შემდეგ მან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და ქალაქ ტრებში სუპერმარკეტს დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტში შეჭრის დროს ლაკდიმი ყვიროდა, რომ „დაეშის“ (ე.წ. ისლამური სახელმწიფოს) ჯარისკაცი იყო. მან მძევლების აყვანამდე მაღაზიის თანამშრომელი და კლიენტი მოკლა.

თავად თავდამსხმელი პოლიციის თანამშრომლებმა მოკლეს. მომხდარის შედეგად 16 ადამიანი დაიჭრა, მათგან ორი მძიმედ.

ლაკდიმი ითხოვდა სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას, რომელიც ეჭვმიტანილია 2015 წლის ნოემბერში, პარიზში, იმ ტერაქტის მოწყობაში, რომელსაც 130 ადამიანი იმსხვერპლა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი რედუან ლაკდიმი მაროკოში, 1992 წელს დაიბადა. ის ქალაქ კარკასონში მშობლებთან და დებთან ერთად ცხოვრობდა. ლაკდიმის შესახებ ცობილი იყო საფრანგეთის დაზვერვის სამსახურებისთვის. პროკურორის თქმით, რადიკალიზაციისა და სალაფიტურ მოძრაობასთან კავშირის გამო, მას თვალს ადევნებდნენ. 2011 წელს ლაკდიმი დამნაშავედ ცნეს აკრძალული იარაღის ტარებაში, ხოლო 2015 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და სასამართლოს წესრიგის დარღვევისთვის გაასამართლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]