weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

10-15 წელში ირანთან შესაძლოა ომი გვქონდეს – საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე

18:20 პარასკევი, 30 მარტი 2018

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო საზოგადოებას ირანზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

„თუ სანქციებით წარმატებას ვერ მივაღწევთ, დიდი ალბათობით, 10-15 წელში ირანთან ომი გვექნება“, – განაცხადა პრინცმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

ირანის საკითხებზე მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროს ისაუბრა. დაახლოებით ორი კვირის წინ მან გადანცხადა, რომ საუდის არაბეთში შესაძლოა ბირთვიული იარაღი გაჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ ირანი ბირთვულ ბომბს შექმნის.

ირანთან მიმართებაში მწვავე განცხადება მემკვიდრე პრინცმა 2017 წლის ნოემბერშიც გააკეთა. New York Times-ის ინფორმაციით, მან ირანის სულიერ ლიდერს, ალი ხამენეის „ახალი ჰიტლერი“ უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]