weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიელი მთამსვლელის ცხედარი გადმოასვენეს

12:37 პარასკევი, 06 აპრილი 2018

სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიელი მთამსვლელის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები, რომელიც ცუდი ხილვადობის გამო გუშინ საღამოს შეწყდა, დღეს, დილის 8 საათიდან განახლდა.

5 აპრილს, მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4900 მეტრზე მყოფი მთამსვლელებიდან ერთ-ერთს სავარაუდოდ ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა. დაზიანებები მიიღო კიდევ ორმა მთამსვლელმა, მათგან ერთი ბელგიის, მეორე კი საქართველოს მოქალაქეა. ისინი მეტეოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, იქიდან კი ვერტმფრენით დღეს გადმოაფრინეს.

ბელგიელი მთამსვლელის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]