weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გერმანიაში სატვირთო ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, არიან გარდაცვლილები

20:55 შაბათი, 07 აპრილი 2018

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა, მათგან ექვსი - მძიმედ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის სავარაუდო თავდამსხმელიცაა. 

სატვირთოს მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სატვირთო ავტომანქანიდან კიდევ ორი ადამიანი გადმოვიდა და მიიმალა. 

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქის ძველ რაიონში, სადაც ინციდენტი მოხდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ბოლო ორი წელში ეს მეორე შემთხვევაა გერმანიაში, როდესაც სატვირთო ავტომანქანა ხალხს დაეჯახა. 2016 წელს, ბერლინში, სატვირთო ავტომანქანა საშაობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და 12 ადამიანი იმსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]