weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სვაზილენდის მეფემ ქვეყანას სახელი შვეიცარიის გამო შეუცვალა

10:41 პარასკევი, 20 აპრილი 2018

სვაზილენდის მეფე მსვატი მესამემ ქვეყანას სახელწოდება შეუცვალა და ესვატინის სამეფო დაარქვა. მონარქმა გადაწყვეტილება 19 აპრილს დამოუკიდებლობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე მიიღო. მისი განცხადებით, სვაზილენდი ხშირად ეშლებათ შვეიცარიაში, რადგან ისინი ინგლისურად თითქმის ერთნაირად გამოითქმის.

სვაზილენდი, რომელიც 1968 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, ინგლისურიდან „სვაზის მიწად“ ითარგმნება, მეფის განცხადებით, ქვეყანამ თავდაპირველი სახელი დაიბრუნა - ესვატინი სვაზი ენაზე ასევე „სვაზის მიწას“ ნიშნავს.

მსვატი მესამემ სახელწოდება ესვატინი ადრეც არაერთხელ გამოიყენა სხვადასხვა საჯარო გამოსვლის დროს, მათ შორის - 2017 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. 

სვაზილენდი აფრიკის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც დღემდე აქვს აბსოლუტური მონარქია. 50 წლის მეფეს, რომელიც ქვეყანას 1986 წლიდან მართავს და შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს, 15 ცოლი ჰყავს. უფლებადამცველები სვაზილენდის სამეფოს მწვავედ აკრიტიკებენ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და ქალების დისკრიმინაციის გამო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]