weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ტორონტოში მომხდარ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა

13:27 სამშაბათი, 24 აპრილი 2018

კანადის უმსხვილეს ქალაქ ტორონტოში 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა 23 აპრილს, საღამოს, ახალგაზრდა მამაკაცის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ექიმების ინფორმაციით, ხუთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდამსხმელი ტროტუარზე გამვლელებს ფურგონიანი ავტომობილით შეეჯახა. ავტომანქანას ტორონტოს მახლობლად მდებარე ქალაქ რიჩმონდ-ჰილის მცხოვრები, 25 წლის ალეკ მინასიანი მართავდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. ტორონტოს პოლიციის უფროსის, მარკ სონდერსის განცხადებით, თავდასხმა სავარაუდოდ, წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა გამოძიება გრძელდება.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მომხდარს ტრაგიკული და სასტიკი თავდასხმა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 30 კილომეტრში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების - კანადის, აშშ-ის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]