weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთი ევროპული ქვეყანაა – ემანუელ მაკრონი

13:50 ორშაბათი, 07 მაისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული სახელმწიფოა, მიუხედავად იმისა, რომ ის „თითქმის არასდროს“ იცნობდა ისეთ დემოკრატიას, რომლის პირობებშიც ფრანგები ცხოვრობენ. მაკრონს მიაჩნია, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, რადგან, მისი აზრით, ეს კრიზისული პერიოდების დაძლევას შესაძლებელს გახდიდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

„პუტინი რუსეთის დიდების აღდგენაზე ოცნებობს. მასზე გავლენა მოახდინა დამცირებამ, რაც ბერლინის კედლის დანგრევას და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა. ამის გაგება შემიძლია. მაგრამ ჩემთვის რუსეთი ევროპაა, მაშინაც კი, როცა რუსეთი თითქმის არასდროს იცნობდა ისეთ დემოკრატიას, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, – აღნიშნა მაკრონმა. 

ამასთან, მან განაცხადა, რომ საფრანგეთის საქმეებში ჩარევას არ დაუშვებენ. ემანუელ მაკრონის თქმით, ის ინტერვენციის მომხრე არ არის და არ სურს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც მან განმარტა, მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებში მონაწილეობდა, ქალაქ დუმაში 7 აპრილს მომხდარი ქიმიური თავდასხმა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]