weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

14:42 ორშაბათი, 07 მაისი 2018

რუსეთის დედაქალაქში რუსეთის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია დასრულდა. პუტინი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების მეოთხე ვადით განხორციელებას. ის ქვეყნის სათავეში კიდევ 6 წლის განმავლობაში იქნება.

ინაუგურაციის ცერემონია კრემლის სასახლეში ჩატარდა და მას 5 ათასი ადამიანი დაესწრო. პუტინმა კონსტიტუციაზე ფიცი დადო და რუსეთის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პუტინმა აწმყო დაახასიათა როგორც „ცვლილებების მშფოთვარე ეპოქა“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს მოუწევს ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ათეულობით წლებით წინ ქვეყნის ბედს განსაზღვრავენ. 

„ჩვენ წინ გვაქვს დაძაბული სამუშაო, რომელიც მთელი რუსული საზოგადოების, რუსეთზე ზრუნვით გაერთიანებული ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური და სამოქალაქო ძალის მონაწილეობას მოითხოვს“, – აღნიშნა პუტინმა. 

მისივე თქმით, რუსეთს არავითარმა გარემოებამ არ უნდა შეუშალოს ხელი, რომ საკუთარი მომავალი თავადვე განსაზღვროს. 

„ჩვენ ვისწავლეთ საკუთარი ინტერესების დაცვა, დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლოთი და ტრადიციებით სიამაყე. გამოცდილება აჩვენებს, რომ დღესაც გვჭირდება მიღწეულის გაფრთხილება და ამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, წინ სიარული“, – განაცხადა პუტინმა. 

ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, 5 მაისს, რუსეთის მრავალ ქალაქში ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო აქციები „ის ჩვენი მეფე არ არის“ გაიმართა. აქციებზე 1500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი კი სასამართლოს წინაშე წარდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]