weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რამადანის ღონისძიების მასპინძლობაზე უარს ამბობს

22:31 კვირა, 28 მაისი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უარი თქვა რამადანის დასრულებასთან დაკავშირებული დღესასწაულს იდ ალ-ფიტრის მასპინძლობაზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამით ტილერსონმა დაარღვია თითქმის 20-წლიანი ტრადიცია, რომელსაც რესპუბლიკელი თუ დემოკრატი სახელმწიფო მდივნები იცავდნენ.

რამადანის დღესასწაული 27 მაისს დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება. იდ ალ-ფიტრიც სწორედ ამ დროს აღინიშნება. სახელმწიფო დეპარტამენტის ღონისძიებას, რომელიც მუსულმანური ქვეყნებისა და მუსლიმი ხალხის მიმართ აშშ-ის დიპლომატიის სიმბოლოა, როგორც წესი, კონგრესის წევრები, მუსლიმი სამოქალაქო საზოგადოება და თემის ლიდერები, მუსულმანური ქვეყნების დიპლომატები და მაღალი რანგის ამერიკელი მაღალჩინოსნები ესწრებიან.

აპრილში სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის საქმეთა განყოფილებამ სახელმწიფო მდივანს მიმართა მოემზადებინა შენიშვნები ივლისში, იდ ალ-ფიტრის საზეიმო მიღებასთან დაკავშირებით. ღონისძიების მიზანი სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივებისა და მუსლიმი თემის ჩართულობის მნიშვნელობის წარმოჩენა იყო. სახელმწიფო დეპარტამენტში ამ ღონისძიების მასპინძლობაზე ტირელსონმა უარი თქვა.

სააგენტო „როიტერს“ ტილერსონის უწყების სპიკერმა უპასუხა, რომ შეერთებული შტატების ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში წახალისებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ რამადანის ღონისძიებებში.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს რამადანის დადგომასთან დაკავშირებით ტილერსონმა განცხადება გაავრცელა და მუსულმანური სამყაროსთვის წმინდა თვეს „თავმდაბლობის, სულგრძელობისა და თვითანალიზის თვე“ უწოდა.

ისლამურ თემებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი საგანგებო წარმომადგენლის ფარა პანდიტის შეფასებით, ტილერსონის გადაწყვეტილება შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მოქმედი ადმინისტრაციისთვის მუსლიმების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანიც არ არის.

ცნობისთვის, როგორც თეთრ სახლში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში ყოველწლიურად აღინიშნავენ სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულს. ზოგიერთი ღონისძიება ისე მყარად არ არის დამკვიდრებული როგორც შობის, აღდგომის ან რამადანის ღონისძიებებია. მაგალითად, 2014 წელს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პირველად უმასპინძლა ჰინდური დღესასწაულის - დივალის აღნიშვნას. რამადანთან დაკავშირებული მიღება კი პირველად 1999 წელს გაიმართა და მხოლოდ 2006, 2014 და 2015 წლებში არ ჩატარებულა. ამ დროს სახელმწიფო მდივნებმა სხვა მნიშვნელოვან მუსლიმურ დღესასწაულებს უმასპინძლეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]