weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება

01:17 პარასკევი, 11 მაისი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდებიან. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რიმელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს პირადად შეხვდება.

„ორივე შევეცდებით შეხვედრა ვაქციოთ განსაკუთრებულ მომენტად მსოფლიო მშვიდობისთვის“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის თაობაზე ცნობილი 2018 წლის მარტში გახდა, თუმცა შეხვედრის თარიღი ამ დრომდე უცნობი იყო. შეხვედრის ინიციატორი ჩრდილოეთ კორეის ლიდერია.

9 მაისს ფხენიანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩავიდა. მისი ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის სამი მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულსა და ჯაშუშობაში იყვნენ ბრალდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]