weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

17:59 პარასკევი, 11 მაისი 2018

აშშ-მა სანქციები დაუწესა სამ ირანულ კომპანიასა და ექვს ირანელ ფიზიკურ პირს, რომლებიც ვაშინგტონის მონაცემებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს“ აფინანსებენ.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებით, სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მილიონობით დოლარით აფინანსებდა ამ ორგანიზაციის მავნებლურ საქმიანობას.

მნუჩინის განმარტებით, შემზღუდავი ზომები მიღებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, რადგან ამ ქვეყნის იურიდიულ პირებზე წვდომას ირანის ცენტრალური ბანკი ბოროტად იყენებდა ამერიკული ვალუტის შესაძენად.

აშშ-ის მოქალაქეებსა და ამერიკულ კომპანიებს საქმიანი ურთიერთობა ეკრძალება სანქციათა ნუსხაში შეტანილ პირებთან.

ირანის „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი“ 1979 წელს შექმნილი ელიტური, სამხედრო-პოლიტიკური ფორმირებაა, რომელსაც მიზნად აქვს გამოცხადებული ისლამური რევოლუციის მონაპოვრის დაცვა. კორპუსის შემადგენლობაში არიან: სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო ძალები და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი, რომელიც სამხედრო ოპერაციებს ირანის საზღვრებს გარეთ ატარებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]