weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საფრანგეთში 1 წელში მწეველთა რაოდენობა მილიონი ადამიანით შემცირდა

10:57 სამშაბათი, 29 მაისი 2018

საფრანგეთში ბოლო ათ წელში მწეველთა რაოდენობის რეკორდული შემცირება დაფიქსირდა - ერთ წელიწადში თამბაქოს მოხმარებას მილიონმა ადამიანმა დაანება თავი. თუ 2016 წელს, საფრანგეთში სიგარეტს ყოველდღიურად 13.2 მილიონი ადამიანი ეწეოდა, კვლევამ აჩვენა, რომ 2017 წელს მათი რიცხვი 12.2 მილიონამდე შემცირდა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ 18-დან 75 წლამდე მოქალაქეებიდან ყოველდღიურად თამბაქოს 26.9 % ეწევა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მწეველი 29,4 % იყო.

2000 წლიდან პირველად დაფიქსირდა შედარებით შეძლებულ მოქალაქეებში მოწევაზე უარის თქმის ტენდენცია. ეს კატეგორია მწეველების რაოდენობით ყოველთვის გამოირჩეოდა. მწეველთა რიცხვის შემცირება შეინიშნება თინეიჯერებს და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს შორისაც.

მწეველთა რიცხვის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად თამბაქოს წინააღმდეგ ახალი ნორმების მიღებას ასახელებენ. კერძოდ, ბოლო წლებში საფრანგეთში სიგარეტის და თამბაქოს პროდუქტების ფასი გაიზარდა (ერთი კოლოფი სიგარეტის მინიმალური ფასი 7.70 ევროა), ასევე, ყველა ფირმის სიგარეტისთვის ერთნაირი შეფუთვა შემოიღეს. თამბაქოსთან ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული კამპანია იყო ეროვნული თვე მოწევის გარეშე.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებისგან ქვეყანაში ყოველწლიურად 73 000 ადამიანი იღუპება.

თამბაქოს მოწევა მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. სამეცნიერო ჯურნალ Lancet-ის ცნობით, ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა ყველაზე ხშირია ჩინეთში ინდოეთში, აშშ-სა და რუსეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]