weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რუსეთში ინგლისელი და ფრანგი გულშემატკივრები ცემეს

12:43 პარასკევი, 15 ივნისი 2018

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს რუსეთში ძალადობის გარეშე არ ჩაუვლია. რუსმა ქუჩის ხულიგნებმა ორი უცხოელი ფეხბურთის ქომაგი ცემეს. ინგლისელ გულშემატკივარს ქუჩაში თავს დაესხნენ, გაძარცვეს და ცემეს, ფრანგი ლგბტ თემის წარმომადგენელმა ქომაგმა კი ცემისგან ტვინის დაზიანება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელი ქომაგი თავდასხმისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და პოლიციას საკუთარი ვინაობა ვერც გააცნო, ჰომოფობიური ხასიათის თავდასხმის მსხვერპლი ფრანგი კი შესაძლოა შშმ პირი გახდეს.

რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატისთვის პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული, თუმცა როგორც აქამდეც ვარაუდობდნენ, მსგავსი თავდასხმები რუსული ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებისა და ქუჩის ხულიგნების მხრიდან არაერთხელ იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]