weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთის მოქალაქეების 51%-ზე მეტს სურს, 2024 წლის შემდეგ პრეზიდენტი კვლავ პუტინი იყოს

13:07 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

რუსეთში გამოკითხული მოქალაქეების 51%-ზე მეტს სურს, რომ 2024 წლის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავ ვლადიმერ პუტინი დარჩეს. „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენას მხოლოდ 27% არ ემხრობა.

„დოიჩე ველეს“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, ანალოგიური გამოკითხვის დროს, რომელიც 2017 წლის აგვისტოში ჩატარდა, გამოკითხულთა 67 %-ს სურდა, 2018 წელს პრეზიდენტად პუტინი ყოფილიყო არჩეული.

ამასთან, გამოკითხულთა 57 % (2017 წელს კი 42 %) ამბობს, რომ ქვეყანაში მასშტაბური ცვლილებები სურს, 30 % კი დარწმუნებულია, რომ სამთავრობო ცვლილებებით არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება.

„ლევადა-ცენტრმა“ ბოლო გამოკითხვა 24-30 მაისს, 136 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა და მასში მონაწილეობა 1600-მა ადამიანმა მიიღო.

18 მარტს ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით - 6 წლით აირჩიეს. ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობას რუსეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. თუმცა მაისში ჩეჩნეთის პარლამენტმა სახელმწიფო დუმაში განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის სამი ვადით არჩევას ითვალისწინებს. ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს „ალტერნატივა არ ჰყავს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]