weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

კანადამ მარიხუანას ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

11:34 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

კანადის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასამედიცინო (რეკრეაციული) მიზნით მარიხუანას ფლობის, მოხმარებისა და გაყიდვის ლეგალიზებას ითვალისწინებს. ახალი კანონი ძალაში სექტემბრიდან შევა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, კანადელებს შეეძლებათ საჯაროდ კანონიერად იქონიონ 30 გრამამდე მშრალი მარიხუანა. კვლავ არალეგალური იქნება 30 გრამზე მეტი მარიხუანას ქონა, მისი შეძენა არალიცენზირებული დილერისგან და ერთ შინამეურნეობაში ოთხ ძირზე მეტი მცენარის გაზრდა.

კანონის დარღვევისთვის მკაცრი სასჯელებია - არასრულწლოვნისთვის მარიხუანას მიყიდვა 14 წლამდე პატიმრობით დაისჯება. კრიტიკოსების განცხადებით, სანქციები ძალიან მკაცრი და არაპროპორციულია მსგავს, მაგალითად, არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლის მიყიდვაზე დაწესებულ სანქციებთან მიმართებაში.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება: „ჩვენი შვილებისთვის ძალიან მარტივი იყო მარიხუანას მოპოვება, კრიმინალებისთვის კი მოგების მიღება. დღეს ამ ვითარებას ვცვლით“, - ამბობს ტრუდო, რომლის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება მარიხუანას ლეგალიზაცია იყო.

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენება კანადის კანონმდებლობით 2001 წლიდან ნებადართულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]