weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 68.5 მილიონს მიაღწია

13:30 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018
ფოტოზე სირიელი ლტოლვილები ფოტოზე სირიელი ლტოლვილები

20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, გასულ წელს 68.5 მილიონს მიაღწია.

გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვითა საკითხებში ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაახლოებით 85 % ღარიბი ქვეყნების მოქალაქეები არიან. ყველაზე მეტი - 6 მილიონი ლტოლვილი სირიას ჰყავს, რაც იქ მიმდინარე ომმა გამოიწვია. მილიონ-ნახევრმა სირიელმა ლტოლვილმა თავშესაფარი მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად ლიბანში მიიღო. ლტოლვილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ავღანეთი - 2.5 მილიონი ლტოლვილით, მესამეზე კი სამხრეთ სუდანი - 2.4 მილიონი ლტოლვილით.

ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით, გასულ წელს ლტოლვილთა ნაკადის ზრდას ხელი შეუწყო ძალადობის ახალმა აფეთქებებმა, მათ შორის მიანმარში არსებულმა კონფლიქტმა. 2017 წელს ამ ქვეყნიდან გაცეულმა 700 ათასამდე როჰინჯა მუსლიმმა თავი მეზობელ ბანგლადეშს შეაფარა.

რაც შეეხება საქართველოს, 2017 წელს დევნილთა სამინისტროს ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მისაღებად უცხო ქვეყნის 951 მოქალაქემ მიმართა. სამინისტროს მონაცემებით, მიმართვები ჭარბობდა ეგვიპტიდან -105 პირი, ერაყიდან 93 პირი და ირანიდან - 90 პირი. 53 პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო 36 პირს - ჰუმანიტარული სტატუსი. 2017 წლის თავშესაფრის მინიჭებაზე 403 პირს ეთქვა უარი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]