weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჯასტინ ტრუდო 100 დოლარით დააჯარიმეს, მან დეკლარაციაში სათვალეები არ მიუთითა

15:08 შაბათი, 23 ივნისი 2018

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ნაჩუქარი ორი სათვალის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა, რის გამოც 100 კანადური დოლარით დაჯარიმდა. CBC-ის ინფორმაციით, ტრუდომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონი დაარღვია.

როგორც ტრუდოს პრეს-მდივანმა განმარტა, სპეციალური ფორმა არასწორად იქნა შევსებული და ამიტომ სათვალეები დეკლარაციაში ვერ მოხვდა.

ადგილობრივი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია 30 დღის განმავლობაში დეკლარაციაში ასახოს მისთვის საჩუქრად გადაცემული ნივთები, რომელთა ღირებულება 200 დოლარს აღემატება.

სათვალეები, რომელიც ტრუდომ „დამალა“, მას და მის მეუღლეს პროვინცია პრინს-ედუარდის კუნძულის პრემიერმა აჩუქა. კანადური ბრენდის სათვალის ღირებულება 300-დან 500 დოლარამდეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]