weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მეხიკოში აცტეკების მიერ მსხვერპლად შეწირული ასობით ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

12:55 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს შუაგულში აცტეკების ძველი დედაქალაქის, ტენოჩტიტლანის გათხრებისას მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარმა არქეოლოგებმა სისხლიანი რიტუალების დროს მსხვერპლად შეწირულ ადამიანთა თავის ქალები აღმოაჩინეს.

ადამიანთა მსხვერპლშეწირვის კვალს მკვლევარებმა მეხიკოს მთავარი საკათედრო ტაძრის უკან, ხალხმრავალი ქუჩის გათხრებისას მიაგნეს. ამ კათოლიკური ტაძრის ადგილზე ერთ დროს აღმართული იყო აცტეკების მთავარი ტაძარი ტემპლო-მაიორი, რომელიც წარმოადგენდა მთავარ სარიტუალო ადგილს - მსხვერპლშესაწირს ომის ღმერთ უიცილოპოჩტლისა და წვიმის ღმერთ ტლალოკისთვის.

აღმოჩენილი თავის ქალების თაროები ასობით ადამიანის ნეშტისა და თავის ქალის ფრაგმენტებს მოიცავს. ეს თაროები პირველად ესპანელმა კონკისტადორებმა აღწერეს. ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, ამ შემზარავ თაროებზე საჯაროდ გამოფენილი უნდა ყოფილიყო 130 000 მოკვეთილი თავი.

ყველანაირი არტეფაქტი 1521 წლიდან გაქრა, როდესაც ესპანელმა დამპყობლებმა 1325 წელს დაარსებული აცტეკთა იმპერიის დიდებული დედაქალაქი ტენოჩტიტლანი პირწმინდად გაანადგურეს. იმ დროს ტესკოკოს ტბის შუაგულში მდებარე ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 400 000 ადამიანს აღწევდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]