weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბელგიელ მოდელს გოდების კედელთან შიშველი ფოტოს გადაღებისთვის აკრიტიკებენ

11:54 პარასკევი, 29 ივნისი 2018

26 წლის ბელგიელ მოდელს, მარისა პაპენს იერუსალიმში, გოდების კედელთან გადაღებული შიშველი ფოტოს გამო აკრიტიკებენ. ისრაელის მთავარმა რაბინმა შმუელ რაბინოვიჩმა განაცხადა, რომ ეს სამარცხვინო, სამწუხარო და მძიმე ინციდენტია, რომელიც შეურაცხყოფს ადგილის სიწმინდეს და იმ ადამიანების გრძნობებს, რომლებიც იქ მიდიან.

კრიტიკას გამოეხმაურა თავად მოდელი. „ბი ბი სის“ ცნობით, მელისა პაპენი საგონებელშია იმ ფაქტის გამო, რომ ხალხს, რომელსაც სწამს, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანის სხეული, მათ შორის მკერდი და ინტიმური ადგილები, მიაჩნია, რომ შიშველი ფოტო შეურაცხმყოფელია.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პაპენი ანტისემიტიზმშიც დაადანაშაულეს. მათი თქმით, მოდელმა გამიზნულად არ გამოაჩინა მუსლიმებისთვის წმინდა ადგილი - მეჩეთი კლდის გუმბათი. თუმცა, ნამდვილად არსებობს კიდევ ერთი ფოტო, სადაც შიშველი მოდელი მეჩეთის წინ დგას.

მელისა პაპენი შიშველ ფოტოებს თავისი ახალი პროექტისთვის „სირცხვილის კედელი“ იღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]