weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ავიაკომპანია Virgin Atlantic არალეგალი მიგრანტების დეპორტაციაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

19:19 შაბათი, 30 ივნისი 2018

ვიაკომპანია „ვირჯინ ატლანტიკი“ (Virgin Atlantic) დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არალეგალი მიგრანტების იძულებით დეპორტაციის სფეროში აღარ ითანამშრომლებს.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, კომპანიაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ უკვე შეატყობინეს მთავრობას და გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საკუთარი კლიენტებისა და მთლიანად ერის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ.

ავიაკომპანიის უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობის მიერ ე.წ. ვინდრაშის თაობის ემიგრანტების და ასევე, დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელი ლგბტ თემის წევრების დეპორტაციის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2018 წლის აპრილში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამეგობრობის ქვეყნებიდან ბრიტანეთის მიწვევით ჩასული მიგრანტების ნაწილი (ე.წ. ვინდრაშის თაობა) შეცდომით შეიყვანა არალეგალი მიგრანტების კატეგორიაში. ამის გამო მთავრობა მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი კი თანამდებობიდან გადადგა.

მოძრაობა „ლესბოსელები და გეები მიგრანტების მხარდასაჭერად“ მოუწოდებენ სხვა ავიაკომპანიებსაც, როგორებიცაა British Airways და Qatar Airways, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მიგრანტების იძულებით დეპორტაციაში, მიბაძონ Virgin Atlantic-ს და გაითვალისწინონ, თუ რა საფრთხე ემუქრებათ ლგბტ თემის წევრებს იმ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, სადაც მათ დევნიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]