weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სირიაში ავიაიერიშისას „ისლამური სახელმწიფოს“ სულიერი ლიდერი დაიღუპა

12:59 შაბათი, 03 ივნისი 2017

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თურქი ალ-ბინალი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC ავრცელებს.

თურქი ალ-ბინალი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ სულიერ ლიდერად მიიჩნეოდა, სირიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ავიაიერიშის დროს მოკლეს. ინფორმაცია ამ დრომდე პენტაგონს არ დაუდასტურებია, თუმცა ამერიკული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალ-ბინალი და კიდევ რამდენიმე ჯიჰადისტი ავიაიერიშისას დაიღუპნენ.

თურქი ალ-ბინალიმ, რომელსაც განათლება დუბაის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ოჯახი 2014 წელს მიატოვა და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. გავრცელებული ცნობით, ალ-ბინალი ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მისი გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლიდან დღემდე 3000-ზე მეტი ქალი და მოზარდი გოგონა ტყვეობაში იმყოფება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]