weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

კანადელი ბლოგერები ჩანჩქერიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპნენ

16:43 შაბათი, 07 ივლისი 2018

პოპულარული კანადელი ვიდეობლოგერები რაიკერ გემბელი, ალექსეი ლიახი და მეგან სკრეპერი კანადაში, ერთ-ერთი ჩანჩქერიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპნენ. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ისინი პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში ჩანჩქერ შენონ ფოლსის თავზე ბანაობდნენ, რა დროსაც ფეხი დაუცდათ და 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

კიდევ ერთი ვერსიით, ბლოგერები ჩანჩქერთან სეირნობდნენ, როდესაც სკრეიპერი წყალში ჩავარდა, მის დასახმარებლად ბიჭები ჩავიდნენ, თუმცა სწრაფ დინებასთან გამკლავება ვერ შეძლეს და წყალში ჩავარდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იყო, რომელიც მაშველების დასაძახებლად გაიქცა.

ბლოგერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ და YouTube-ის საკუთარ არხზე - „High On Life“ ვიდეოებს აქვეყნებდნენ. პროექტი ვანკუვერის მაცხვრებლებმა, გემბელიმ და ლიახმა 2012 წელს, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს დაიწყეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]