weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულში მოხვდა

18:55 შაბათი, 07 ივლისი 2018

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მესამე ადგილზე გავიდა. Bloomberg-ის მონაცემებით, ცუკერბერგზე წინ არიან ამაზონის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი.

34 წლის მარკ ცუკერბერგი უმდიდრესი ადამიანების სამეულში Facebook-ის აქციების 2.5%-ით გაძვირების შედეგად მოხვდა. აქციების ფასმა პარასკევს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ცუკერბერგის ქონებამ კი 81.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.  

ამ დრომდე ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილზე საინვესტიციო ფონდის Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი 87 წლის უორენ ბაფეტი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]