weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიძე ფინანსთა მინისტრად დანიშნა

13:41 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრად საკუთარი სიძე, 40 წლის ბერატ ალბაირაკი დანიშნა. BBC-ის ინფორმაციით, 2015 წლიდან ერდოღანის შვილის მეუღლე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავდებდა.

თურქეთის ახალი მთავრობა 16 მინისტრით დაკომპლექტდება. აქამდე მინისტრთა კაბინეტში ათით მეტი მინისტრი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მევლუთ ჩავუშოღლუ დარჩება. პირველ ვიცე-პრეზიდენტად ფუატ ოკტაი დაინიშნა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის მრჩეველი იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად მეორე, 5-წლიანი ვადით ივნისის ბოლოს აირჩიეს, მისი ინაუგურაციის ცერემონია კი გუშინ გაიმართა. საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, თურქეთი 95-წლიანი საპარლამენტო მმართველობის მოდელიდან, საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა. გაუქმდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მთავრობას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, რომელსაც მინისტრებისა და ვიცე-პრეზიდენტების დანიშვნის უფლება აქვს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]