weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ქალს, რომელიც საფრანგეთ-ხორვატიის მატჩის დროს სტადიონზე შეიჭრა, პატიმრობა შეუფარდეს

23:08 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

რუსული ფემინისტური პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის აქტივისტს, ვერონიკა ნიკულშინას, რომელიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი ლუჟნიკების სტადიონზე შეიჭრა, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გარდა ამისა, მოსკოვის სასამრთლომ მას 3 წლის განმავლობაში სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აუკრძალა.

სასამართლო პანკ-ჯგუფის კიდევ სამი წევრის - ორი ქალისა და ერთი კაცის საქმეს განიხილავს.

Pussy Riot-ის აქტივისტები Facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამბობენ, რომ აქციით რუსეთში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს, გარდა ამისა, გააპროტესტეს სისხლის სამართლის საქმეების გაყალბება და პოლიციელების მიერ მიტინგებზე ხალხის უკანონოდ დაკავება.

„ალბათ იცით, რომ რუსეთში სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს და ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია უმიზეზოდ შემოიჭრას შენ ცხოვრებაში. მსოფლიო ჩემპიონატი მშვენიერია. მან აჩვენა როგორი შეიძლება იყვნენ პოლიციელები რუსეთში, მაგრამ რა იქნება, როდესაც ჩემპიონატი დასრულდება? დასკვნა და გამოსავალი ერთია - უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეების გაყალბება და ხალხის უმიზეზოდ დაკავება შეწყვიტონ. ეს რომ მოხდეს საჭიროა კიდევ ასეთი რამ - პოლიტიკური კონკურენცია, რაც ნიშნავს ყველას შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ცხოვრებაში და არჩევნების შედეგად იქნეს არჩეული“, - ამბობენ აქტივისტები.

Pussy Riot ცნობილი 2010-იანი წლების დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამართული აქციებით გახდა. როგორც წესი აქციებში მონაწილე აქტივისტების ვინაობა ანონიმურია ხოლმე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]