weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თურქეთში ორწლიანი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

12:31 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

თურქეთში გაუქმდა 2016 წლის 20 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებიან, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავეს, 107 000-ზე მეტი პირი კი საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს. დახურეს მრავალი მედიასაშუალება, არასამთავრობო ორგანიზაცია და უმაღლესი სასწავლებელი.

თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეს, ფეთულა გიულენს ადანაშაულებს. 2016 წლის 20 ივლისის მოვლენების დროს 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო მდგომარეობა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვის შემდეგ გაუქმდა. წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციონერი კანდიდატები ხალხს პირდებოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირველი, რასაც გააკეთებდნენ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება იქნებოდა. იგივე დაპირება ჰქონდა რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც. არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ერდოღანმა და მისმა პარტიამ გაიმარჯვეს. ქვეყანა მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზე გადავიდა, რის შედეგადაც პრეზიდენტის უფლებამოსილება გაფართოვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]