weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყაზახეთში სოჭის ოლიმპიადის პრიზიორი მოკლეს

18:59 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მოკლეს 25 წლის დენის ტენი, რომელიც ფიგურულ სრიალში 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. დანით მიყენებული ჭრილობებიის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

დენის ტენი ორმა მამაკაცმა დაჭრა. ისინი სპორტსმენის კუთვნილი ავტომობილის სარკეების მოპარვას ცდილობდნენ, ხოლო როცა მოციგურავე შეეცადა ქურდებისთვის ხელი შეეშალა, ბარძაყის არეში დაჭრეს. დენის ტენი საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს. ექიმებმა ოპერაცია დაიწყეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 25 წლის კაცი დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა.

ყაზახეთის პოლიციელებს დანაშაულში ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ.

2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, მამაკაც მოციგურავეთა რეიტინგში დენის ტენი მეცხრე ადგილზე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]