weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

პრინცმა ჰარიმ და ელტონ ჯონმა შიდსის საწინააღმდეგო ახალი პროექტი დააანონსეს

13:48 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში მიმდინარე შიდსის 22-ე საერთაშორისო კონფერენციაზე ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა და გაერთიანებული სამეფოს პრინცმა ჰარიმ პროექტის MenStar Coalition შესახებ ისაუბრეს.

დუეტის წამოწყება მოუწოდებს 24-35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რეგულარულად ჩაიტარონ შიდსის ანალიზი და აუცილებლობის შემთხვევაში - მკურნალობის კურსი.

„თუკი გვსურს, ეს დაავადება დავამარცხოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მასთან საბრძოლველად. დადგა დრო, შევქმნათ გლობალური კოალიცია, რომელიც მამაკაცებს არამარტო თავდაცვას, არამედ მათი უახლოესი გარემოცვის დაცვასაც ასწავლის“, – განაცხადა ელტონ ჯონმა.

პრინც ჰარის განმარტებით, რომ MenStar Coalition-ის ინიციატივა რთულ სამუშაოზეა დაფუძნებული, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

პროექტის რეალიზაციაში 1.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, მისი ამოქმედება კი მომავალ წელს აფრიკიდან დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]