weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გერმანული მედიაკომპანიები გახდნენ

17:25 შაბათი, 28 ივლისი 2018

გერმანული მედიაკომპანიები, ZDF და WDR რუსი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. 27 ივლისს, სააგენტო „ფრანს პრესის“ მიერ გავრცელებული ცნობით, რომელიც ჟურნალ „შპიგელის“ გამოუქვეყნებელ პუბლიკაციას ეყრდნობა, ორივე კომპანიის საინტერნეტო ქსელებზე ივნისის თვეში მოხდა თავდასხმა ჰაკერული ჯგუფ Sandworm-ის მხრიდან.

გამოცემის თანახმად, ZDF-მა ჰაკერული თავდასხმის ფაქტი დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა. WDR-მა კი კომენტარზე უარი განაცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, კიბერშეტევის მიზანი შესაძლოა ყოფილიყო ამ მედიაორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოძიება ქიმიური იარაღის სფეროში.

გერმანიის ფედერალური პროკურატურა აპირებს, რომ ფედერალური ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სისხლის სამართლის საქმეების საგამოძიებო უწყებას მიანდოს ჰაკერული თავდასხმის ფაქტის შესწავლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]