weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ირანში პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა მოხდა

11:23 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

ირანის დედალაქ თეირანში, შეიარაღებული პირი პარლამენტის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად მოკლულია პარლამენტის დაცვის თანამშრომელი და დაჭრილია სამი ადამიანი.

დაახლოებით იმავე დროს, კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა მოქალაქეების მისამართით სროლის შემდეგ, თავი აიფეთქა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თავდამსხმელების ვინაობა და მათი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]