weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ავღანეთის არმიამ ამერიკული ავიაციის დახმარებით თალიბების თავდასხმა მოიგერია

15:42 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

ავღანეთში, ღაზნის პროვინციის დედაქალაქზე ასობით თალიბი მებრძოლის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან შეტევისას სულ მცირე 14 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა. ავღანეთისა და შეერთებული შტატების სარდლობების ცნობებით, ქალაქ ღაზნიზე შეტევა დილის საათებში, ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით დაიწყო.

თალიბანის პირველი იერიშების მოგერიება დედაქალაქის პოლიციის ძალებს მოუწიათ, მალე მათ ავღანეთის სამთავრობო არმია წამოეშველა, რომელსაც საავიაციო დახმარებას უწევდა აშშ-ის სამხედრო ავიაცია.

გავრცელებული ცნობებით, კონტრშეტევის დროს ასამდე თალიბი ექსტრემისტი დაიღუპა. იერიშის მოგერიების შემდეგ პოლიციის რაზმებმა ქალაქში მიმობნეული თალიბი მებრძოლების გამოსავლენად თითოეული სახლის ჩხრეკვა დაიწყეს. ასევე მიმდინარეობს გამოძიება, თუ როგორ მოხერხა ამდენმა შეიარაღებულმა თალიბმა ქალაქის სიღრმეში ასე იოლად შეღწევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]