weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საფრანგეთში ყვავებს პარკში ნაგვის შეგროვება ასწავლეს

11:40 კვირა, 12 აგვისტო 2018
ფოტო: blog.puydufou.com ფოტო: blog.puydufou.com

დასავლეთ საფრანგეთში მდებარე თემატურ პარკ Puy du fou-ს სპეციალურად გაწვრთნილი ყვავები ალაგებენ. Le Рarisien-ის ინფორმაციით, ფრინველები სიგარეტის ნამწვავებს და წვრილ ნარჩენებს აგროვებენ, სპეციალურ კონტეინერებში ათავსებენ და ამის სანაცვლოდ, საკვებს იღებენ.

ნაგვის შესაგროვებლად განსაკუთრებით ჭკვიანი ფრინველები შეარჩიეს. 6 ყვავის გასაწვრთნელად სპეციალური სისტემა კრისტოფ გაბორიმ შეადგინა. მწვრთნელი ამბობს, რომ ყვავები ნაგავს სწრაფად აგროვებენ და სულ რაღაც 45 წუთში ან უფრო ნაკლებ დროში კონტეინერი უკვე სავსეა. გარდა ამისა, მათ ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონთ და კონტაქტს თამაშების მეშვეობით ამყარებენ.

ირკვევა, რომ პროექტის მიზანი მხოლოდ სისუფთავის შენარჩუნება არ არის. პარკის ვიზიტორები ამაზე თავადაც ზრუნავენ. როგორც პარკის დირექტორი ამბობს, მისი მიზანია ადამიანებმა დაინახონ, რომ ბუნებამ თავად შეიძლება გვასწავლოს, რომ გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ.

ამ დროისთვის პარკს გაწვრთნილი ყვავების ნაწილი ალაგებს. ორშაბათიდან მათ დანარჩენებიც შეუერთდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]