weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე დონალდ ტრამპს არ მიიწვევენ

12:39 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018

ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის უკანასკნელი ნების შესაბამისად, მის დაკრძალვაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ იქნება დაპატიჟებული. ცერემონიაზე ყოფილ პრეზიდენტებს - ჯორჯ ბუშ უმცროსსა და ბარაკ ობამას მიიწვევენ.

სენატორი მაკკეინი გუშინ, 81 წლის ასაკში, ტვინის სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. რესპუბლიკელ სენატორს 2 სექტემბერს, მერილენდის შატატის ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ. მანამდე პანაშვიდი არიზონას შტატის კაპიტოლიუმში გაიმართება. სწორედ ამ შტატს წარმოადგენდა სენატში ჯონ მაკკეინი 35 წლის განმავლობაში.

ჯონ მაკკეინმა საკუთარი დაკრძალვა თავადვე დაგეგმა და განსაზღვრა იმ პირთა სია, რომელთა დასწრებაც სურდა. მაკკეინის ანდერძით, გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მისი ოპონენტი დონალდ ტრამპი არ უნდა მივიდეს. ჯონ მაკკეინი ტრამპს „იმპულსურს“ და „დეზინფორმირებულს“ უწოდებდა; აკრიტიკებდა მას რუსეთისადმი პოლიტიკის გამო. ჰელსინკიში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან ეჭქვეშ დააყენა 2016 წლის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევა, ჯონ მაკკეინმა აშშ-ის პრეზიდენტების ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო განცხადებად შეაფასა. რაც შეეხება ტრამპს, მან თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს თქვა, რომ ჯონ მაკკეინი „ომის გმირი არ არის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]