weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ლეხ ვალენსამ უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი ნობელის პრემიაზე წარადგინა

18:18 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც უკვე 100 დღეზე მეტია რუსეთის ციხეში შიმშილობს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.

ლეხ ვალენსა აღნიშნავს, რომ Amnesty International-ი და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები ოლეგ სენცოვისთვის რუსული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აფასებენ როგორც უკანონოსა და უსამართლოს. თავის მიმართვაში ლეხ ვალენსა ხაზს უსვამს სენცოვის ვაჟკაცობას და იმ ფაქტს, რომ ის შიმშილობს არა საკუთარი თავის, არამედ რუსეთის ციხეებში მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

„ოლეგ სენცოვი განასახიერებს იმ იდეალებს, რომლებიც მე მმართავდნენ მაშინ, როდესაც მსოფლიოს მშვიდობიანი მომავლისთვის ვიბრძოდი - დემოკრატიის რწმენა, ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდები, სიძულვილის უარყოფა, ერებს შორის სოლიდარობის ხელშეწყობა და სხვა უსამართლოდ დევნილი ადამიანებისთვის თავგანწირვა“, - ამბობს ლეხ ვალენსა.

ლეხ ვალენსა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი 1983 წელს გახდა. მანამდე, პოლიტიკური საქმიანობის გამო დაახლოებით ერთი წელი ციხეში გაატარა.

რაც შეეხება ოლეგ სენცოვს, ის 2014 წელს ყირიმში, სიმფეროპოლში დააკავეს და ტერაქტის მომზადებისთვის წაუყენეს ბრალი. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ვერსიით, 2014 წლის 9 მაისს, სენცოვი სხვა პირებთან ერთად ლენინის მემორიალთან აფეთქების მოწყობას გეგმავდა. ის რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ და „ყირიმის რუსული თემის“ ოფისების დაწვაშიც დაადანაშაულეს.

ოლეგ სენცოვი დონის როსტოვის სასამართლომ გაასამართლა. რუსული მართლმსაჯულება სენცოვს რუსეთის მოქალაქედ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს ყირიმის ანექსია არ უღიარებია და რუსული პასპორტის აღებაზეც უარი აქვს ნათქვამი.

2015 წელს ჩრდილო კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ ოლეგ სენცოვი დამნაშავედ ცნო ტერორისტული საზოგადოების ორგანიზებაში და 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ოლეგ სენცოვი აფეთქებებთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო იდევნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]