weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აფეთქების შედეგად თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დაიღუპა

20:39 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, 42 წლის ალექსანდრ ზახარჩენკო დონეცკის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, აფეთქება ზახარჩენკოს რეზიდენციასთან ახლოს მდებარე რესტორან „სეპარ“-ში მოხდა.

აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა ე.წ. შემოსავლების მინისტრი ალექსანდრ ტიმოფეევი, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის მარჯვენა ხელი იყო.

„დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, უკრაინელი დივერსანტები და მათთან დაკავშირებული პირები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რესპუბლიკის მეთაურზე თავდასხმაში“, - უთხრა სააგენტო „ინტერფაქსს“ დონეცკის ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა.

ზახარჩენკო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ სათავეში 2014 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ჩაუდგა. ნოემბერში ის მეორე ვადით კენჭისყრას აპირებდა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე ვითარებას რუსეთი აკონტროლებს, სეპარატისტებს სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს. რუსეთი კი დონბასში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას უკრაინის შიდა კონფლიქტს უწოდებს და მასთან პირდაპირ კავშირს უარყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]