weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიიღო

14:05 შაბათი, 01 სექტემბერი 2018

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის პატრიარქატის პრესმდივანმა, არქიეპისკოპოსმა ევსტრატი ზორიამ განაცხადა.

არქიეპისკოპოსის ინფორმაციით, გამოცემა Оrthodoxia.info წერს, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ბართლომე I-მა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს კირილე I-ს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე აცნობა.

„მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს აცნობა, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შესახებ მიღებულია. რუსულ დელეგაციას მან განუმარტა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შესაბამისი პროცესები ტარდება“, - ციტირებს ევსტრატი ზორია Оrthodoxia.info-ის ინფორმაციას.

მისივე თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა ემანუელმა Оrthodoxia.info-ს კითხვაზე გამოიწვევს თუ არა ეს გადაწყვეტილება განხეთქილებას, განაცხადა, რომ „არავის სურს შექმნას კიდევ ერთი განხეთქილება, ყველას სურვილია ეკლესიაში ერთიანობა იყოს. მსოფლიო პატრიარქი არავის ემუქრება და ასევე, არ იღებს მუქარას სხვა პირების მხრიდანაც“.

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 31 აგვისტოს, სტამბოლში, ფანარის რაიონში მდებარე რეზიდენციაში მიიღო.

სექტემბრის დასაწყისში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპისკოპატის შეკრებაა დაგეგმილი, სადაც შესაძლოა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხიც განიხილონ, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება. მოსალოდნელია, რომ უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსი 9-11 ოქტომბერს გამოიცემა, როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის კრება ჩატარდება.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში 1686 წელს აღიარა. 998 წლიდან 1686 წლამდე უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კონსტანტინოპოლს ექვემდებარებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]