weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნილოსის დელტაში პირამიდებზე 2500 წლით ძველი ნასოფლარი აღმოაჩინეს

14:48 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ნილოსის დელტაში იშვიათი საგანძური, უძველესი სოფლის ნაშთები აღმოაჩინეს, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. ძეგლი ხეოფსის პირამიდაზე 2500 წლით ძველია და ერთ-ერთი უძველესია ამ რეგიონში აღმოჩენილთა შორის.

ფრანგ და ეგვიპტელ არქეოლოგთა ჯგუფმა მარცვლეულის შესანახი რამდენიმე ორმო იპოვა, რომლებშიც ორგანულ ნარჩენებსაც მიაგნეს, მათ შორის ცხოველთა ძვლებსა და მცენარეთა ნაშთებს. იქვე იპოვეს კერამიკა და ქვის იარაღები, რაც სტაბილურ საზოგადოებაზე მიუთითებს.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ცნობით, ნეოლითური ძეგლი დაახლოებით 7000 წლის წინანდელია და მდებარეობს კაიროდან 140 კილომეტრით ჩრდილოეთით.

მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა შესაძლებლობას იძლევა, რათა უკეთესად შეისწავლონ ის პრეისტორიული საზოგადოებები, რომლებიც ნილოსის დელტაში ათასობით წლით უფრო ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე ლეგენდარული ფარაონი მენესი ზემო და ქვემო ეგვიპტეს გააერთიანებდა.

არქეოლოგთა განცხადებით, ძეგლის გათხრები კვლავ გაგრძელდება, ამ ეტაპზე კი აღმოჩენილ არტეფაქტთა ანალიზები მიმდინარეობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]