weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ინდოეთში ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსი ლეგალური გახდა

13:12 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის წესით აღარ დაისჯება. ისტორიული გადაწყვეტილება სასამართლოს კოლეგიამ ერთსულოვნად მიიღო.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ შეიძლება ზრდასრულ ადამიანებს შორის სექსი მათი ორიენტაციის გამო ანტიკონსტიტუციურად მიიჩნეოდეს.

აქამდე, ინდოეთში ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსუალური კავშირი 10 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა. სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი დიდი ბრიტანეთის კოლონიზაციის პერიოდში, 1861 წელს გაჩნდა. ნორმის გაუქმებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ ლგბტ აქტივისტები, რომლებიც ამბობნენ, რომ კანონი მათი თემის წევრების დევნისა და ზეწოლისთვის გამოიყენებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]